პოლიტიკა

შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები - კარლ ჰარცელი ფაქტით კმაყოფილია და პარლამენტს ულოცავს

30.09.20 12:20


ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ულოცავს საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანასა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღებას. მისი თქმით, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს.

 


“ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღებას. ეს არის ნიშანდობლივი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში შრომის პირობებთან დაკავშირებით და ძლიერი გზავნილი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

 

შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს,რომლის შესრულება საქართველომ იკისრა, განსაკუთრებით ეს ეხება შრომითი უფლებების და დასაქმებულთა უფლებების დაცვას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, კოლექტიური შემცირებებისგან დაცვას, ანტიდისკრიმინაციულ და გენდერული თანასწორობის შესახებ დებულებებს.

 

 

ველით, რომ მხარს დავუჭერთ შრომის დამოუკიდებელ ინსპექციას მდგრადი კადრებით და ფინანსური რესურსებით და ასევე მომზადებული და აღჭურვილი პერსონალით, რომელიც 2021 წლიდან შეასრულებს თავის გაფართოებულ მოვალეობებს, საქართველოს დასაქმებულთა და მთლიანად საზოგადოების სასარგებლოდ“- აცხადებს კარლ ჰარცელი

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები