პოლიტიკა

"ქართული ოცნება" ძველ კურსს აგრძელებს"- გოცირიძე "ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამას აკრიტიკებს

09.09.16 21:25


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.

„ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ხელისუფლების მიერ გატარებუილი იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. აღნიშნული პროგრამის ძირითადი წყარო მთავრობის მიერ მკვდრადშობილი ეგრეთ წოდებული „პროგრამა 2020“-ია, რომელიც თაროზე შემოდეს და მთავრობის ეგრეთ წოდებული 4 პუნქტიანი გეგმით ჩაანაცვლეს. აღნიშნული მხოლოდ ზოგადი დაპირებებია და მთავრობის მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

ამ პროგრამაში არაფერია ახალი, ეს არის ეკლექტური, რეტროგრადული დოკუმენტი, ტრადიციულად ცრუ დაპირებებით სავსე, რომლებიც ეკონომიკურ და სოციალური ცხოვრების ყველა სპრობლემის გადაჭრას ისედაც მწირი ბიუჯეტით გულისხმობს.

მაგალითად - კომიკურ სახეს იძენს ის დაპირება, რომ სამ-ნახევარ მილიარდ დოლარს დახარჯავენ, ანუ 8 მილიარდ ლარზე მეტს, ახალი გზების მშენებლობაზე, რაც საქართველოს თითქმის ერთი წლის ბიუჯეტია. ეს მაშინ, როდესაც ეს გზები მხოლოდ იდეის დონეზეა და დაპროექტებაც კი არ არის დაწყებული, რომ არაფერი ვთქვათ მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე.

მთავრობამ უკვე გამზადებული მშენებარე და ფინანსურად უზრუნველყოფილი გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები ჩაიბარა და მათი განხორციელებაც კი ვერ შეძლო. მთავრობა, რომელმაც 4 წელიწადში გორიდან ხაშურამდეც კი ვერ მიიყვანა დაწყებული პროექტი, მსგავსი ახალ-ახალი ზღაპრებით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას.

ამ დოკუმენტით ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს მომავლის ხედვა. სჯერათ, რომ რასაც აკეთებდნენ სწორი იყო და არ აპირებენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

ეს პროგრამა ისეთივე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც მათი წინამორბედი დოკუმენტები, რადგან იგი რეალობას მოწყვეტილია და ქვეყნის განვითარების საფუძველი ვერ გახდება.“-განაცხადა რომან გორცირიძემ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები