პოლიტიკა

თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

30.09.20 13:20


საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები კიდევ 2 კვირის განმავლობაში, 12 ოქტომბრამდე დაურიგდებათ. ამის შესახებ თბილისი მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხელშეწყობა და ეს თანადგომა, მით უმეტეს ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა ქვეყანას და მსოფლიოშიც ზოგადად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ამ ოჯახებს, ამ ბავშვებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ და გაცდენა რომ არ იყოს ამ ორკვირიან პერიოდში გააკეთეთ უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებით“, - აღნიშნა კალაძემ.

 

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ. რეგულაციების მიხედვით, ბაგა ბაღების მართვის სააგენტომ უკვე გადაამზადა ბაღების დირექტორები, რომლებმაც თავის მხრივ, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს ბაღის თანამშრომლებს.

 

„მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი. ყველა აღსაზრდელს ექნება თავისი ნივთები, ფანქრები, სათამაშოები და ა.შ. ის რეგულაციები, რაც იყო მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და ზედმიწევნით შესრულებული, რომ ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ ამის განხორციელება თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები