პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - არავის, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მივცემთ საშუალებას, რომ ამ არჩევნების მიმართ ნდობას და არჩევნების პოზიტიურ გარემოს ზიანი მიაყენოს

30.09.20 13:40


არავის, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს ჩვენს ქვეყანაში არ მივცემთ საშუალებას, რომ ამ არჩევნების მიმართ ნდობასა და არჩევნების პოზიტიურ გარემოს ზიანი მიაყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზედაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.

 

„ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტური დმეოკრატიული რეფორმები, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა. გავამკაცრეთ წესები იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ და აღვკვეთოთ ძალადობრივი საარჩევნო კამპანია. ყველაფერი გავაკეთეთ პოლარიზების შესამცირებლად,“- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში სამართალდამცავებსა და ყველა შესაბამის უწყებას სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა აქვთ იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინონ, გამოიძიონ და აღკვეთონ ძალადობრივი ინციდენტები.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები