მსოფლიო

აზერბაიჯანული მედია: ფაშინიანის ვაჟი ყარაბაღში ბრძოლაზე უარს აცხადებს

30.09.20 14:20


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის ვაჟი ყარაბაღში ბრძოლაზე უარს აცხადებს.

 

"სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლემ ანა ჰოკობიანმა განაცხადა, რომ მისი შვილი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებს შეუერთდებოდა.

 

პოპულისტური განცხადებიდან ერთი საათის შემდეგ, მან კვლავ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შვილს ფრონტზე წასვლა არ სჭირდებოდა.

 

„ახლა უკვე ცხადია, რომ ჩემი შვილი არ არის საჭირო ბრძოლის ველზე,” - განაცხადა ფაშინიანის მეუღლემ.

 

ინფორმაციისთვის, ანა ჰოკობიანს თავიდანვე არ სურდა შვილის გაგზავნა ფრონტზე, აშოტ ფაშინიანმა კი პოზიცია შეცვალა და ყარაბაღში წასვლაზე უარი განაცხადა." - წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო. სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა
ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები