პოლიტიკა

რუსეთს არ უნდა მივცეთ ვეტო ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე – რასმუსენი

30.09.20 14:40


ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, ვეტო დაადოს საქართველოს გადაწყვეტილებას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

 

რასმუსენის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება მაღალ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ნატო-ს წევრობის აუცილებელი პირობაა. ამავდროულად, ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს მთელ რიგი კრიტერიუმებს, რაც ნატო-ში გაწევრიანებისთვის არის მოთხოვნილი, მაგალითად, ძალიან მაღალია სამხედრო სტანდარტები.

 

“თქვენ მომზადებული გაქვთ საფუძველი [გაწევრიანებისთვის]. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, ვეტო დაადოს საქართველოს გადაწყვეტილებას ნატო-ში ან ევროკაშირში გაწევრიანების შესახებ. ეს ქართველების გადასაწყვეტია. თბილისმა და ბრიუსელმა უნდა განსაზღვრონ საქართველოს გაწევრიანების გზა და არა – კრემლმა.

ჩვენ ხაზი უნდა გავსვათ პრინციპს, რომ ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს ევროპაში აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს ალიანსთან აფილიაცია”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

ანდერს ფოგ რასმუსენი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსია ალიანსში გაწევრიანების შესახებ იმ პირობით, რომ ნატო-ს სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ არ გავრცელდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები