პოლიტიკა

ანა მიქელაძე: „მრეწველებთან“ დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე მიიღებს

09.09.16 21:50


გუშინ, 18:00 საათზე კანცელარიამ დაასრულა მუშაობა. იმ დროისთვის იმ დოკუმენტაციას, რაც „მრეწველებმა“ წარმოადგინეს პარტიული სია არ ახლდა, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიქელაძემ განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონით განსაზღვრულ ვადებში ცესკოს თავმჯდომარე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

„იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტი იყოს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილი, კანონიერ ძალაში უნდა შევიდეს თავმჯდომარის განკარგულება. შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერ-ჯერობით არ არის შესული კანონიერ ძალაში. თუმცა მას შემდგომ, რაც ცესკოს თავმჯდომარე იმსჯელებს ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რაც კონკრეტულად მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაში გატარებისთვის საჭიროა გარკვეული ვადები, მაქსიმუმ 10 დღე. მიქელაძე აცხადებს,რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

ამასთან, ცესკოს სპიკერი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თამარ ჟვანიას ბლოკ „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლოსთან“ დაკავშირებით ვინმე ურეკავდა ან რაიმე ზეწოლის მცდელობა იყო.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები