პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - რეგიონებში არავის უთქვამს ნატო და ევროკავშირი გვინდაო, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი კი ბევრს აქვს

09.09.16 22:10


,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გურიაში, ჩოხატაურის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ადამიანები ძალიან წუხან, მათი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მაგრამ მათ აქვთ რეალური ცვლილებების იმედები. არც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდათ, არც „ქართული ოცნება“ და იმედი მაქვს, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ და შემოხაზავენ 3 ნომერს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, როგორ გადავარჩინოთ სოფლები, როგორ გადავარჩინოთ რაიონები დაცლისაგან. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მე დავდივარ რეგიონებში, რაიონებში, სოფლებში და არავის უთქვამს, რომ ნატო და ევროკავშირი გვინდაო, ხოლო რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე. მე ვჭირდები ჩემს ამომრჩეველს და ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოვაგვარებ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის პრობლემებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღესვე „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი შეხვედრას რუისის მოსახლეობასთან გამართავს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 676


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები