მსოფლიო

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ ქალაქი ჯებრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა

05.10.20 12:00


აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ქალაქი ჯებრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

”აზერბაიჯანის არმიამ დღეს გაათავისუფლა ქალაქი ჯებრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია! ”,- დაწერა პრეზიდენტმა ალიევმა Twitter- ის ოფიციალურ ანგარიშზე.

 

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება განსაკუთრებით 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები