პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

12.09.16 15:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.შეხვედრა 11 სექტემბრის ტრაგიკული თარიღის გახსენებით დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე და ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში.

შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს და სამხედრო განათლების სექტორში გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

“მოხარული ვარ, რომ შედგა თქვენი პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც დაემთხვა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებიდან 10 წლისთავს, რომლის ჩამოყალიბებაში დიდია საფრანგეთის წვლილი. თქვენს ვიზიტს ვაფასებთ, როგორც საფრანგეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების მკაფიო გზავნილს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები