ანალიტიკა

ახალქალაქი სეპარატისტების ხელშია?

07.10.20 14:40


სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მას შემდეგ, რაც სეპარატისტები ღიად აწარმოებდნენ ბოევიკების შეგროვებას და თანხების მოზიდვას ნინოწმინდისა და ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონებზე ტერორისტების დასაფინანსებლად, ხოლო ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ამ უკანონო დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად, სომეხმა ნაციონალისტებმა გადაწყვიტეს საკუთარი ძალის დემონსტრირება.

 

6 ოქტომბერს, ახალქალაქის სტადიონზე აზერბაიჯანის ყარაბაღის ომში გასაგზავნად  წინასწარ ჩაწერილ სეპარატისტთა და ბოევიკთა (ამ უკანასკნელთ საქართველოს საზღვარზე არ უშვებდნენ) მთელი ჯარი შეიკრიბა  ვითომ "მშვიდობიანი მიტინგის" ჩასატარებლად სეპარატისტული "არცახის" მხარდაჭერის მიზნით. ეს სწორედ ის  "არცახი" ანუ "ყარაბაღის სახალხო რესპუბლიკაა", რომელიც სომეხმა დამპყრობლებმა შექმნეს აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ "ყსრ" აღიარებს სეპარატისტული რეჟიმების "დამოუკიდებლობას" ცხინვალსა და სოხუმში, სადაც ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა ძირითადად სომეხი მებრძოლების (იგივე  "ბაგრამიანის ბატალიონი") დახმარებით განხორციელდა.

 

საკუთარი ძალების საჩვენებლად, სეპარატისტთა კოლონამ  ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩებში  გაიარა ნაციონალისტურ მოწოდებებით "არცახი", "არცახი". ეს კი იმ სეპარატიზმისა და უცხო ქვეყნების მიტაცების აშკარა პროპაგანდაა, რამაც, პირველ რიგში თავად საქართველო აზარალა და იგი კიდევ უფრო აშკარა და გამომწვევი ხდება.

 

სეპარატისტთა შეხვედრა და მსვლელობა აქტიურად პიარდებოდა Akhaltskha.net-სა და ATV TV– ზე:

 

 

 

 

როგორც თავადვე ხედავთ, ახალქალაქი, ფაქტობრივად, სეპარატისტების ხელშია.

ჯერჯერობით უიარაღოდ არიან, თუმცა, ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ წამოიწყონ შეიარაღებული სეპარატისტული აჯანყება, მათ მიერვე შექმნილი იარაღის ფარული საწყობების გათვალისწინებით.

 

სეპარატისტების მიზნები უკვე ცნობილია. უპირველეს ყოვლისა, მათ შეუძლიათ დივერსიის მოწყობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სატრანზიტო ენერგოკომუნიკაციებზე. შემთხვევითი არ არის, რომ 6 ოქტომბერს, იმავე დღეს, როდესაც ახალქალაქში სეპარატისტების მიერ მსვლელობა და "ძალის დემონსტრაცია" მოხდა, სომეხმა აგრესორებმა სცადეს დარტყმა მიეყენებინათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე.

 

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, სამშაბათს საღამოს სომხეთმა ცეცხლი გაუხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, აგრეთვე აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებს.

 

”სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით, ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, 2020 წლის 6 ოქტომბერს, 21:00 საათზე, რაკეტები გაისროლეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტია და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ,” - ნათქვამია საინფორმაციო შეტყობინებაში.

 

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის სამხედრო შეიარაღებულმა ძალებმა ხელი შეუშალა ამ ტერორიზმის განხორციელების მცდელობას.

 

 თუმცა, სამცხე-ჯავახეთში სომეხი სეპარატისტების მზარდი დომინირების გათვალისწინებით, რთული იქნება მათი ტერორისტული აქტებისა და დივერსიების თავიდან აცილება. სეპარატისტული მოძრაობა ფაქტობრივად უკვე უმართავია.

 

თუმცაღა, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი "სათავეშივე უნდა განადგურებულიყო" და ყველაზე მცირე, არ უნდა მიეცათ მათთვის მებრძოლების ღიად დაკომპლექტების შესაძლებლობა.

 

ახლაც არ არის გვიან გადამწყვეტი ზომების მიღება სეპარატისტების ასალაგმად.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება სამცხე-ჯავახეთში აფხაზეთში მომხდარი კატასტროფის გამეორების თვალსაზრისით.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 667


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები