ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი - ვვარაუდობთ 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას

08.10.20 13:00


ვვარაუდობთ, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეს მოვლენა დინამიურია და გაზაფხულზე ფაქტიურად ყოველ კვირა ცვლიდა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი პროცესებს.

 

„მე ზოგადად გეტყვით, რამდენად სწრაფად და ეფექტურად წავა ჩვენი ეკონომიკური აღდგენის პროცესი, სავარაუდოდ, ვვარაუდობთ, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას.

თუმცა კიდე გიმეორებთ - იმდენად დინამიურია ყველა ეს მოვლენა, შეგახსენებთ, მაგალითად, გაზაფხულზე ფაქტიურად ყოველ კვირა ცვლიდა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი პროცესებს, შესაბამისად იმისდა მიხედვით, რამდენად ეფექტურად და სწრაფად წავა პროცესი, თუმცა, მე იმედს ვიტოვებ, რომ მაქსიმალურად სწრაფად წავა აღდგენითი პროცესი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები