პოლიტიკა

საარჩევნო რეგისტრაციიდან „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც“ მოიხსნა

12.09.16 17:40


ბლოკ ”თოფაძე, მრეწველები - ჩვენ სამშობლოსთან” ერთად საარჩევნო რეგისტრაცია ”ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასაც” გაუუქმდა. ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების შესაბამისად, ”ედპ” პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

”საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.

საარჩევნო სუბიექტმა ”ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ)” კანონით დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პარტიული სია, რაც საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტის ”ეროვნულ დემოკრატიული პარტია” საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტს ”ეროვნულ დემოკრატიული პარტია” და მის წარმომადგენელს - ზურაბ ღონღაძეს, პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო”, - ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგაშია მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები