პოლიტიკა

ირაკლი ალასანიამ საბურთალოს ამომრჩევლებს ალექსი პეტრიაშვილი წარუდგინა

12.09.16 18:15


ირაკლი ალასანია - ბუკა პეტრიაშვილი იქნება ის, რომელიც არასდროს მიგატოვებთ მჯერა, რომ ბუკა პეტრიაშვილი იქნება ის, რომელიც არასდროს მიგატოვებთ, არასდროს გათიშავს ტელეფონს და არასდროს დაიმალება - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ვაშლიჯვარის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე და ამომრჩეველს საბურთალოს #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალექსი პეტრიაშვილი, წარუდგინა.

“ბუკა პეტრიაშვილი ბოლო 8 წლის განმავლობაში გახდა თავისუფალი დემოკრატების ის ლიდერი, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური ბრძოლა, არც ერთი დარტყმა იოლად არ გადაუგორებია. მისი გადაწყვეტილებები, სწორ დროს, სწორ მომენტში, როდესაც პარტიას გაუჭირდა, როდესაც ხელისუფლებაში და მთავრობაში ჩვენი ყოფნის დროს მივიღეთ პირველი ძლიერი დარტყმა, იყო სწორი, კაცური და სამაგალითო. ბუკამ ჩემთან და სხვა ლიდერებთან ერთად თქვა, რომ ტოვებდა თანამდებობას და ბრძოლას აგრძელებდა ნულიდან. ადამიანის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს მიღებული, ისე, უბრალოდ, თუ მას არ აქვს უდიდესი გამბედაობა და რწმენა.

ამიტომაც მწამს, მჯერა, რომ ბუკა პეტრიაშვილი იქნება ის, რომელიც არასდროს მიგატოვებთ, არასდროს გათიშავს ტელეფონს და არასდროს დაიმალება. ბუკა პეტრიაშვილი არ შეუშინდება არც ერთ ძალას და არანაირ ზეწოლას. მან უკვე დაადასტურა, რომ არაფრის ეშინია და შეუძლია თითოეულ მოქალაქეს თამამად ჩახედოს თვალებში და უთხრას, რომ როცა ხელისუფლებაში იყო, აკეთებდა საქვეყნო საქმეს, იხარჯებოდა ბოლომდე. ახლა, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი და, დარწმუნებული ვარ, უკვე დეპუტატი პარლამენტში, ასეთივე სულისკვეთებითა და სიმტკიცით გააგრძელებს საკუთარი ხალხის პრობლემების მოგვარებაში წვლილის შეტანას.“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ. წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდა ნინო გოგუაძე, რომელმაც“თავისუფალი დემოკრატებისა” და ალექსი პეტრიაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა მოსახლეობას:

“თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული ადამიანია.

ბუკა ყოველთვის იქ მიდის, დაუფიქრებლად სადაც სიმართლეა, თავგანწირვაა, ერთგულება, სადაც პრინციპები და ღირებულებებია. ასე რომ, თქვენ გყავთ მართლაც გამორჩეული მაჟორიტარი. დაუჭირეთ მხარი თავისუფალ დემოკრატებს. დაუჭირეთ მხარი ალექსი პეტრიაშვილს. შემოხაზეთ 27 და ჩვენ აგირჩევთ უკეთეს ცხოვრებას ”,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები