ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XIII თავი I

12.09.16 18:45


მცხეთის რაიონის სოფლის ეკლესიები
(პირველი პერიოდი 1801 წლამდე)

1. ქანდის- ,,სურბ-ასტვაწაწინ“, ეკლესია აგებულია 1471 წ.

2. ვაზიანის (ყოფილი დამპალო) ,,სურბ-ნშან“ XVI ს.

როგორც ვხედავთ ეს ეკლესიები აგებულნი არიან პირველ პერიოდში-1801 წლამდე.

პ. მურადიანი თვლის, რომ ვაზიანის ეკლესია XVI ს- შია აშენებული. ეს სოფლები ქანდა, ვაზიანი სამუხრანოში შედიოდნენ. თუ მათი აშენების ნებართვა არ იქნება წარმოდგენილი გაცემული მუხრან ბატონის მიერ, მათი გადაცემა შეუძლებლად მიგვაჩნია. დანარჩენი 14 სოფლის ეკლესია , 1801 წლის შემდეგ არის აგებული და მათი გადაცემა აღნიშნული დებულების თანახმად კანონდარღვევა იქნება.

გარდაბნის რაიონი

1. ახალსოფელი-,,სურბ-სარგის“, სოფელში მოხსენიებულია 1876 წლიდან.

2. ზემო თელეთი- ,,სურბ-გევორგ“ მონასტერი. ამ ადგილას ჯერ კიდევ 1002
წ. იყო სომხური ეკლესია. ეკლესია 1826 წ. სამრეკლო-1832 წ. იყო სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები. მე-17 და მე-19 საუკუნეებში მონასტერი აღორძინების პერიოდში იყო. 1870 წ. სკოლა აშენდა. მონასტერი მოქმედებდა 1944 წელსაც კი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი ადგილი, როგორც სომეხ ასევე ქართველ მომლოცველთათვის მთელი საქართველოდან. აღდგენილია 1887, 1901, 1989 წლებში. გაანადგურეს სომხური ეპიგრაფიკა და ყველა სომხური ფაქტორი და ეკლესია გააქართულეს.“

3. ზემო თელეთი .- ,, სურბ- ასტვაწაწინ“, სოფელში, ძველ სასაფლაოზე, მე-19 ს.

4. წავკისი- ,,სურბ-სარგის“, ( ჯვარ-გუმბათოვანი), სოფელში, 1876 წ.

5. წავკისი-სოფლის სამლოცველო 1493 წ. დგას.

6. წავკისი-ეკლესია ,, სურბ-ასტვაწაწინ“, სოფელში. 1671, დგას.

7. წყნეთის-,,სურბ-ასტვაწაწინ“, სოფელში, 1881 წ. ააშენეს ძველი ეკლესიის ადგილზე.

8. კოჯორი-,,სურბ-ასტვაწაწინ“ (,,სურბ-კარაპეტა“) სოფელში, 1874 წ. აღდგენილია 1900წ.

9. ავჭალა ეკლესია, ,,სურბ-ასტაწაწინ“ სოფელში, აღდგენილია 1895 წ.

10. კუმისი ,,სურბ-ასტვაწაწინ“, სოფელში, მე-19 ს. აღდგენილია 1857 წ.

11. მარტყოფი- ,,სურბ-ასტვაწაწინ“ სოფელში, მე-18 ს....

12. ნორიო- ,,სურბ-ასტვაწაწინ“,სოფელში მე-18 ს.

13. ნორიო-სამლოცველო (სომხიშვილების საყდარი) მე-19 ს.

14. შავნაბადა-,,სურბ-გევორგ“ მე-18 ს.

15. შინდისი- ,,წინავორ სურბ- ასტვაწაწინ“ ( მოსალოცი), სომხურ სასაფლაოზე, სოფლის ქვედა ნაწილში, 1866-1873 წ. წ ... ძველი მაცხოვრებლების მოწმობით შინდისში ორი სომხური ეკლესია იყო...

16. სოღანლუღი- ,,სურბ-ასტვაწაწინ“ (,,სურბ-გრიგორ“), სოფელში, 1853-1854 წ.წ.

17. ქვედა ტაბახმელა- ,,სურბ-გევორგ“,სოფელში, 1830წ.

18. ქვედა ტაბახმელა- ,,სურბ-კირაკი“, სოფლის სომხურ სასაფლაოზე, 1840 წ.

19. ოქროყანა- ეკლესია სოფელში 1897 წ.

გარდაბნის რაიონის ჩამოთვლილი 19 ეკლესიიდან 5 არის პირველ პერიოდში 1801 წლამდე აშენებული. ამ ეკლესიებიდან ცოტა მეტი მსურს ვთქვა სოფელ თელეთის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ. იგი აღნიშნულ სიაში შეტანილია მე-2 ნომრად- ,,ზემო თელეთი ,,სურბ-გევორგ“-ის მონასტერი. ამ ადგილას ჯერ კიდევ 1002 წ. იყო სომხური ეკლესია.

ეს მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი ადგილი იყო, როგორც სომეხ ისე ქართველი მომლოცველებისთვის მთელი საქართველოდან“.

ლ. მელიქსეთ-ბეგი თელეთის შესახებ წერს -სოფელი თელეთი, მის ერთ ნაწილს ეწოდებოდა ქურდის თელეთი, მეორეს ხატის თელეთი. მესამეს მუხრან-ბატონის თელეთი, შემდეგ მუხრან-ბატონს გაუყიდია და შეუსყიდია ვინმე მირზოიანს და დაურქმევიათ მირზოიანის თელეთი. ბარემ აქვე დავიმოწმებ ზ. ჭიჭინაძეს - ,,თელეთის წმ. გიორგის ეკლესია დღეს სომხებს უპყრავთ. აქ იყო ძველად ხატი წმ. გიორგის ვერცხლისა ქართული წარწერით, შეწირული ქართველი მოლოზნისაგან. “

ვახუშტი ბატონიშვილი ამ ეკლესიის შესახებ წერდა-,,კუმისის აღმოსავლეთ მტკურისაკენ-არს თელეთები და ეკლესია, წმ. გიორგის სასწაულმოქმედისა“.

საყურადღებოა, აგრეთვე, ერთი სიგელი, სადაც მოხსენიებულია ყველა წმ. გიორგი, რომელსაც თხოვს მფარველობას მისი შემადგენელი- ,,წმინდა გიორგი გორიჯვრისა, წმინდა გიორგი ატოცისა, წმინდა გიორგი თელეთის, წმინდა გიორგი მოღნინისა.

ალ. ხახანაშვილს მოტანილი აქვს ერთი ძველი ხელნაწერი, რომელშიც ჩამოწერილია შელოცვები. მასში მოიხსენიება წმ. გიორგი თელეთისა.

სომხურ სამეცნიერო ლიტერატურაში თელეთის წმ. გიორგის შესახებ არის გამოკვლევები, მაგრამ მათი ავტორები დუმილით გვერდს უვლიან ამ ეკლესიის დაარსების საკითხს.

ლ. მელიქსეთ-ბეგმა ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება. მაგალითად სომეხი ბერი და მკვლევარი სარგის ჯალალიანცი საკმაოდ ვრცლად ლაპარაკობს თავის ნაშრომში თელეთის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ . მისი დაარსების თაობაზე მოკლედ შენიშნავს-ამ მონასტრის აშენების თარიღი უცნობია, თუმცა მის შესახებ მრავალი თქმულება არისო.“

ს. ჯალალიანცი მაინც გამოთქვამს ვარაუდს ამ ეკლესიის დაარსების თაობაზე. მას მოაქვს ზაქარია სარკავაგის (ქანაქერცი), (1626-1699) ,,ქრონიკიდან“ ცნობა. ამ ცნობის მიხედით აშტარაკის მახლობლად მდებარე სოფელ მოღნინის ეკლესიიდან წმ. გიორგის ნაწილები თბილისში გადმოუსვენებიათ. ს. ჯალალიანცი ამ ამბავს უკავშირებს თელეთის წმ. გიორგის ეკლესიის დაარსებას.

ეს არის შეცდომა აშტაკარის ახლოს მდებარე სოფელ მოღანინიდან წმ. გიორგის ნაწილები გადმოასვენეს, მაგრამ არა თელეთის წმ. გიორგის ეკლესიაში.

აღნიშნულ სიაში წერია ,,ამ ადგილას ( იგულისხმება ზემო თელეთის ,,სურბ-გევორგ“-ის მონასტერი, ბ.ა) ჯერ კიდევ 1002 წ. იყო სომხური ეკლესია“.

ეს არის შეცდომა. აი, რას წერს ლ. მელქისეთ - ბეგი- ,,ეს ფრიად საინტერესო წარწერაა (1002 წ), რომელიც პალეოგრაფიის მხრივ, მართლაც, შეიძლება მიეკუთვნოს XI ს-ის დასაწყისს. თუ ვინ არიან მასში მოხსენიებულნი ასმათ, უტა, სარგის (თუ რასაკვირველია, სწორია ჩემი კონიუქტურა) და გრიგოლ, ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია. ეტყობა, რომ ისინი ყოფილან აღმაშენებელნი ეკლესია, მაგრამ რომელი ეკლესია, ეს საკითხავია. ყოველ შემთხვევაში ვგონებ არა თელეთისა, ვინაიდან ადვილი საფიქრებელია, რომ წარწერა ძველად, გადმოტანილი ყოფილიყოს სომხეთიდან, სომეხ ლტოლვილთა მიერ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ლ. მელქისეთ-ბეგის ეს ვარაუდი სარწმუნოდ არ მიგვაჩნია, რადგან სისხლმოწყურებულ აღმოსავლელი დამპყრობლების ხმალს თავდაღწეულ სომეხ ლტოლვილებს ძველი სომხური წარწერიანი ქვების წამოღების თავი არ ექნებოდათ. ქართველ მეფეთა მიერ ძალათ გადმოსახლებულ სომეხ ხიზნებს არ ექნებოდათ ხალისი და საშუალება ამ სიშორე გზაზე ქვა ეთრიათ.

ლ. მელიქსეთ- ბეგის აღნიშნული ვარაუდი- ჰიპოთეზა თავისი თანამემამულეების ნამუსის მოწმენდის მცდელობა უფროა, ვიდრე სინამდვილე.

რეალობა კი ასეთი იყო, თელეთის წმ. გიორგის ეკლესიის თარიღიანი ქვა (1002) ნაყალბევია, გვიან არის ჩადგმული ქართული საკულტო ნაგებობის, როგორც დაძველების ისე მითვისების მიზნით, ეს სულაც არ არის მოულოდნელი ზოგიერთი სასულიერო თუ საერო პირის მიერ. ამის მაგალითები საკმაოდ მრავალია.

ლ. მელქისეთ-ბეგის შენიშვნას, თითქოს ხატის თელეთიდან არიან ხატიშვილები, ხატიაშვილები(ხატისოვები) მართებული არ არის, რადგან ხატიაშვილები საქართველოს არაერთ კუთხეში გვხვდებიან და მათ არავითარი კავშირი არ აქვთ ხატის თელეთთან.

ზ.ჭიჭინაძეს აქვს ასეთი ცნობა „სომხებმა დაიჩემეს თელეთის წმ. გიორგის საყდარი თავის დიდი მამულებით და დიდი ქართული მრევლით. ამ დაჩემების დროს 1796 წ. ამ თელეთში მოინათლა 40.000 ქართველი სომხურად.

შავნაბადას ეკლესიაც უდაოდ ქართველების არის, მაგრამ ისიც გასომხებული იქნა თავის მრევლით.“

ამდენად, ზემო თელეთის წმ. გიორგის ეკლესიის სომხურ მხარისთვის გადაცემა გაუმართლებელია როგორც მეცნიერული, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

ლ. მელქისეთ-ბეგი აღნიშნულ ნაშრომში საგანგებოდ მიუთითებს, შავნაბადას წმ. გიორგის ეკლესია (XVIII) წავკისის , თელეთის სომხური ეკლესიები აშენებულია ძველ ეკლესიებზე ან გადაკეთებულნი არიან.

აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ ქართველთა გასომხებას მასიური ხასიათი მიუღია ქვემო-ქართლსა და თბილისში- „დოსთეოს ფიცხელაურის გადმოცემით ჩუღურეთში, კუკიაში, შავ სოფელში, ვერაზე და ავლაბარში ძალიან ბევრმა ქართველმა მიიღო სომეხთა რჯული... მტრის უკან მობრუნების შიში ძლიერი იყო. ხმა იყო დაძრული, რომ მტერი ( აღა-მაჰმად-ხანი ბ.ა. ) მეორედ აპირებს მოსვლას თბილისზე, ქართველებს ყველას დახოცავს და აბა, რა ძალა გვადგა, რომ ჩვენც თავი მივცეთ ხელშიო. ამ დროს არიან გასომხებულები მაისურაძეები, ლაზარაშვილები, მერაბიშვილები, ნიკულაშვილები და სხვანიც მრავალნი (გაზ. „სამშობლო“ 1915, N 178).

ისტორიკოს ალ.ბოშიშვილსაც გვიან ჩადგმულად მიაჩნია ეს სომხურ წარწერიანი ქვა. (იხ. „წავკისის ეკლესიის „საამშენებლო“ წარწერის შესახებ; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვისტური სამეცნიერო ჟურნალი „სპეკლი“, 2015 წლის მე-2 ნომერი, „ქართველოლოგია“).

ი. გრიშაშვილიც ანალოგიურ ცნობას გვაწვდის - ,,შავნაბადა-თბილისიდან 5-6 ვერსითაა დაშორებული. ჩავარდნილი ადგილია. შავნაბადას ეკლესია დგას თელეთის მთაზე. თბილისიდან სამხრეთით, როგორც სამრეკლო, ისე ტაძარი აშენებულია ძველის ნაცვლად, რომელიც წმ. გიორგის სახელზე იყო აგებული.

როგორც ქართველები, ისე სომხები წმ. გიორგის შავნაბადას ეკლესია სწამდათ და თაყვანს სცემდნენ.

აღნიშნული ცნობები გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ ეს ეკლესიები იყო ქართული, ჩვეულებისამებრ სომხებმა მიითვისეს, გადააკეთეს - გადმოაკეთეს და გაასომხურეს. ამას ადასტურებს ისიც, რომ თელეთის, წავკისის განსაკუთრებით შავნაბადას ეკლესიებში სომხებზე მეტად თუ არა, მათზე არანაკლებ ძველი ქართული მართლმადიდებლური ტრადიციით სალოცავად დადიოდა ქართული მრევლი და რელიგიურ დღესასწაულებში აქტიურად მონაწილეობდა . მაგალითად „შავნაბადობა არის სომხური წმ. გიორგობა. ეს დღესასწაული მოდის ენკენისთვის 22-29 რიცხვებში, ჯვართამაღლების მესამე კვირას . მასში ქართველები იღებდნენ მონაწილეობას, რადგან შავნაბადობა ჩვენი ქართული რელიგიური დღესასწაული იყო.“ (ი.გრიშაშვილი „ქალაქური ლექსიკონი, 1997).

აღნიშნულ სიაში შეტანილი შავნაბადას (XVIII) წავკისის, (1493) და წავკისის (1671) ეკლესიები, რომელნიც აგებულნი არიან ძველ ქართულ ეკლესიებზე.

ამ ეკლესიათა წარწერები ვფიქრობთ, ნაყალბებია ქართული ეკლესიების მითვისების მიზნით.

ამავე დროს ხსენებული სამართლებრივი დებულების თანახმად, მათი აშენების შესახებ ქართველი თავადის მიერ გაცემული სიგელი, დოკუმენტი თუ არ იქნა წარმოდგენილი, მათი გადაცემა შეუძლებლად მიგვაჩნია.

გარდაბნის რაიონის დანარჩენი ეკლესიები აშენებულნი არიან 1801 წლის შემდეგ, როცა საქართველო იყო მეფის რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული. თუნდაც რომ იყოს ოკუპანტი ქვეყნის იმპერატორის ,,პრიკაზი“ ამა თუ იმ სომხურ ეკლესიის აშენების თაობაზე, იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო რუსეთის სამართალმემკვიდრე არასდროს ყოფილა.

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები