პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ხათუნა ლაგაზიძემ თუ იცოდა, რომ ბლოკში კრიმინალები იყვნენ, წასვლამდე უნდა ეთქვა

12.09.16 19:30


ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ხათუნა ლაგაზიძის მიერ ბლოკის დატოვებას მის ამბიციებს უკავშირებს.

გიორგი ვაშაძე ხათუნა ლაგაზიძეს არაადეკვატურს უწოდებს.

„კვირას „პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ბლოკის ლიდერმა ლაგაზიძის წასვლის მიზეზად მისი სიის სალიდერო პოზიციის მიღმა დარჩენა დაასახელა.

“გაერთიანება არ არის მარტივი საკითხი, აქედან გამომდინარე, ბევრი ამბიციური ადამიანია, ბევრს აქვს ინტერესი, სადღაც დაინახოს თავისი თავი და ასე მარტივად არაა .ყველა ვერ ხვდება სიაში ან სიის სათავეებში. ის, რაც იყო ხათუნა ლაგაზიძის შემთხვევაში, ამ ფაქტს უკავშირდება. ყველაზე სწორი პასუხი გასცა პაატა ბურჭულაძემ , როცა განაცხადა, რომ აპატია ლაგაზიძეს წასვლის შემდეგ გაკეთებული განცხადებები“, -განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გიორგი ვაშაძემ , მისივე თქმით, რაოდენობრივად შეზღუდულ სიაში ძნელია ყველა მოხვდეს. გადაწყვეტილება, როგორც ვაშაძე ამბობს, გუნდურად იყო მიღებული. ხათუნა ლაგაზიძის განცხადებას კი ბლოკის სალიდერო სიაში მოხვედრილი ადამიანების კრიმინალურ წარსულზე ვაშაძე არაადეკვატურს უწოდებს.

“ლაგაზიძის განცხადება არაადეკვატურია. ერთი თვეა მე ამ კოალიციაში ვარ და ქურდული მენტალიტეტი არ შემხვედრია, თუ მანამდეც არსებობდა, უნდა ეთქვა ქალბატონ ხათუნას საჯაროდ ამის შესახებ. თვითონ კალაძე, ვისზეც გააკეთა აქცენტი, არც ნასამართლევია ეს კაცი და არც ქურდულ სამყაროსთან კავშირში შეინიშნება“-განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გიორგი ვაშაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 1252


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები