პოლიტიკა

საპარლამენტო არჩევნებს დამკვირვებელთა რეკორდული რაოდენობა მიადევნებს თვალს

15.10.20 10:30


საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს რეკორდული რაოდენობის დამკვირვებელი ეყოლება, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მასალებში.

 

არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, ცალკეული რეგიონის მცხოვრებლები – მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს. ასევე აჭარაში ჩატარდება არჩევნები უმაღლეს საბჭოში.

 



ამჟამად ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 89 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდებიან.

 

დარეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელთა შორის არიან: ეუთოს მისია, აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და სხვა დიდი ორგანიზაციები.  არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოთქვეს ასევე რიგი ქვეყნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა, საელჩოებმა და პარლამენტების წარმომადგენლებმა.

 

ადგილობრივ დამკვირვებელთა შორის კი არიან როგორც მცირე ორგანიზაციები, ისე ავტორიტეტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

 

არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა>>

დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა კენჭისყრის თარიღის მოახლოებასთან ერთად გახდება ცნობილი, როდესაც ყველა დამკვირვებელი ცესკოს წარმომადგენელთა რაოდენობის შესახებ მონაცემებს წარუდგენს.

 



მიუხედავად ხელისუფლების მოლოდინისა, საქართველოში არ ჩამოვა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ბიუროს მოკლევადიან დამკვირვებელთა დელეგაცია.

 

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ეუთოს წევრმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს არჩევნების დღისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობის მოკლევადიან დამკვირვებლების გამოგზავნა.

 

ამგვარად, ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლის შემადგენლობით.

 

სწორედ OSCE/ODIHR–ის ანგარიში გახდება საქართველოში არჩევნების საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარების გადამწყვეტი ფაქტორი.

 

 



წყარო : Sputnik საქართველო  /www.sputnik-georgia.com/  

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები