პოლიტიკა

ნოემბრიდან ახალი ფრენები დაემატება პარიზისა და მიუნხენის მიმართულებებს, შემდეგ ახალი რეისებიც დაინიშნება – გახარია

15.10.20 15:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ საჰაერო რეისებს ახალი ფრენები დაემატება.

 

მისი თქმით, საუბარია მიუნხენის და პარიზის რეისებზე. გახარიას განცხადებით, ეს ეკონომიკას მეტ ჟანგბადს მისცემს. ამასთან, გახარიას განმარტებით, ნოემბერში პირდაპირი რეისები გაიხსნება ევროპის მიმართულებით ქუთაისიდანაც და თბილისიდანაც.

 

ამის შემდეგ, გახარიას განცხადებით, შეიცვლება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებისა და კარანტინის სქემა. გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაბრუნების შემდეგ PCR ტესტის პასუხს წარადგენენ, აღარ მოუწევთ სავალდებულო კარანტინი და ისინი 12 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ. ვისაც ტესტის პასუხი არ ექნება, მას კვლავ კარანტინში მოუწევს 12 დღის გატარება.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები