პოლიტიკა

რა წერილს უგზავნის ნათელაშვილი პუტინს

12.09.16 20:55


საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წერილს უგზავნის:

„თქვენო აღმატებულებავ! ნება მომეცით პირადად თქვენი და მთელი რუსი ხალხის მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. თქვენს მიმართ საქართველოს ძირითად ოპოზიციურ ძალას, ლეიბორისტულ პარტიას ყოველთვის ძმური და მეგობრული პოზიცია ჰქონდა.

ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ცნობილი ძალები საქართველოს პოლიგონად იყენებენ და PR ექსპერიმენტებს ატარებენ თქვენს წინააღმდეგ და ამისთვის დემაგოგიურ მეთოდებს იყენებენ, რათა მილიარდერი სოროსის მიერ დაფინანსებული ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუციების ექსპორტი მოახდინონ ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ სივრცეზე.

ბატონო პრეზიდენტო, 30 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით მე რუსეთის სახელმწიფო დუმის მოწვევით მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავდივარ.

მესმის, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მინდა გთხოვოთ თქვენი პირადი აუდიენცია, რათა დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე, რომელიც დღითიდღე სახიფათო ეპიდემიის სახეს იღებს, ასევე განვიხილოთ ჩვენი ქვეყნების მომავალი ურთიერთობები. ვიმედოვნებ, რომ თქვენ გამონახავთ მცირე დროს ამ ხანმოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებასა და საქართველოს რეალურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის პირადი კონტაქტების არარსებობამ, საუბარია ჩვენს პარტიაზე, რომელსაც პოლიტიკურ პროცესების განვითარებაზე რეალური გავლენის მოხდება შეუძლია, ასეთ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა.

კიდევ ერთხელ მსურს დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენი აღმატებულების და მთელი რუსი ხალხის მიმართ და თქვენთან შეხვედრის იმედს ვიტოვებ.
პატივისცემით, შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე“.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 1153


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები