პოლიტიკა

"პოსტსაბჭოთა ამბავს მაგონებს, ჩრდილს ნუ მიაყენებთ საარჩევნო კამპანიას" - კუბილიუსი "ქართულ ოცნებას" მკაცრად აფრთხილებს

15.10.20 16:20


ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გარეჯის საქმეზე ფორმულასთან დამატებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს ბრალდებები მას "პოსტსაბჭოთა ამბავს" აგონებს და ადვილად შეუძლია გამოიცნოს რა ხრიკებს მიმართავს მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დროს."ქართულ ოცნებას ვეტყოდი, რომ ჩრდილს ნუ მიაყენებენ საარჩევნო კამპანიას ძველი მეთოდებით. შეეცადოს აჩვენოს, რომ საქართველო მოწიფული დემოკრატიაა.

 

ჩვენ მსგავსი რეგიონებიდან ვართ და ადვილად შეგვიძლია, გამოვიცნოთ, რა ხრიკებს იყენებენ მმართველი პარტიები საარჩევნო კამპანიების დროს. ეს ბრალდებები პოსტსაბჭოთა ამბავს მაგონებს. ხელისუფლება იყენებს თავის ძალაუფლებას, მათ შორის, რომ გავლენა მოახდინოს საარჩვენო კამპანიაზე.

 

2007 წლის საკითხების წამოწევა და ცნობილი 2 ექსპერტის ციხეში ჩასმა დაუჯერებელია. მაგონებს ჩვენს შემთხვევებსაც, როცა მმართველი პარტია 10-20 წლის საკითხებს წამოწევს. მათ პოლიტიკურ არქეოლოგებს ვუწოდებ.

 

ზოგადად, ასეთ საქმეებს, მათ პოლიტიზებას და ბრალდებებს პარტიისთვის სარგებელი არ მოაქვს. ჩვენ შეგვიძლია, შევაქოთ მმართველი პარტია კარგი რაღაცეებისთვის, მაგრამ ვითარება უფრო რთულდება, იზრდება პანდემია, ამის გამო ხალხი ბედნიერი ნამდვილად არაა. გასაგებია, რომ მმართველი პარტიაც ნერვიულობს. ასე, რომ პოლიტიკურ კამპანიაში ახალი ამბის შეტანა არის ტაქტიკა დ ამცდელობა, თავი აარიდო საზოგადოების პრობლემებს და გადაიტანო მათი ყურადღება იმისგან, რაც რეალურად ხდება". - განაცხადა ოვრეპარლამენტარმა.

 

შეგახსენებთ, რომ კუბილიუსმა პირველი კომენტარი კარტოგრაფების საქმეზე 13 ოქტომბერს Twitter-ზე გააკეთა. მან თქვა, რომ ილიჩოვასა და მელაშვილის დაკავება "სასაცილოა", რადგან ხელისუფლება ამ საქმით რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ცდილობდა.

 

კუბილიუსის კრიტიკამ "გააოცა" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძე ამტკიცებდა, რომ კუბილიუსმა "სასაცილო" დავით გარეჯის თემას უწოდა და მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

 

ევროპარლამენტარის კრიტიკით "შეშფოთებული" დარჩა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. მან ლიეტუვის ყოფილ პრემიერმინისტრს "ნაცმოძრაობის მოკავშირე უწოდა".

 

"ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია", - განაცხადა ბერაიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები