პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - რასაც ანდრიუს კუბილიუსი „არქეოლოგიას“ ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა

16.10.20 10:00


რასაც ანდრიუს კუბილიუსი „არქეოლოგიას“ ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარ ანდრიას კუბილიუსის განცხადებას.

 

კუბილიუსმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განაცხადა – „სასაცილო ის არის, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება.

 

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას 2007 წლის მოვლენებისთვის სდებს ბრალს, რათა ხალხის ყურადღება ქვეყნის მიმდინარე პრობლემებიდან გადაიტანოს“.

 

როგორც არჩილ თალაკვაძე კუბილიუსის საპასუხოდ ამბობს, ასეთი შეფასება საზოგადოებისთვის მიუღებელია.

 

„მადლობა, რომ განმარტება გააკეთა. რასაც ანდრიუს კუბილიუსი „არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა. ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები სასაცილო ნამდვილად არ არის. ასეთი შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია.

„პოლიტიკური არქეოლოგია“ არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები