პოლიტიკა
16.10.20 10:30
„ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უკვე სრული ბანკროტია. მათ ყველა სფეროში მარცხი განიცადეს, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არავის შეუძლია, დაასახელოს თუნდაც ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა შეასრულა.
„არ არსებობს არცერთი პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე და წარმატებით დაასრულა. თუნდაც პანდემია, რომელიც პირველ ეტაპზე მთელ მსოფლიოს მოედო და „ქართულმა ოცნებამ“ გააპიარა, თითქოს მართვა მხოლოდ მათ შეეძლოთ და აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდით მეორე ტალღას. ჩვენ მათ გაზაფხულზე შევთავაზეთ, გაკეთებულიყო ინტერპარტიული საბჭო, სადაც ყველა მივიღებდით მონაწილეობას და გადაწყვეტილება შეჯერებული იქნებოდა ჩვენი მოსახლეობისთვის. რადგან როდესაც პანდემია იწყება, ეს ომის ტოლფასია და უნდა გაეთვალისწინებინათ. ინიციატივა, რომელიც ასევე შევთავაზეთ, იყო 3 მლრდ.
საგარანტიო ფონდის შექმნა, რომელსაც არ სჭირდებოდა მოზიდული თანხების ინვესტირება, არამედ მოხდებოდა შიდა რესურსების მობილიზებით. ამით ჩვენ მივცემდით საშუალებას ყველა ადამიანს, ვისაც ჰქონდა დავალიანება, ახალი საკრედიტო ისტორია დაეწყოთ და სტრესს მოვუხსნიდით ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც დღეს მიდის კოლაფსისკენ. ჩვენი ინიციატივები მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ 200 000 მილიონიანი საგარანტიო ფონდი შექმნეს და დაურიგეს თავიანთ პარტიულ კომპანიებს,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძე.
„ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, დიდი დანაშაულია, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტს ვალით ავსებ და მას 200 ლარად არიგებ, ამ დროს კი არ ითვალისწინებ ხვალინდელ დღეს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი სამომავლო გარანტიას ვერ იძლევა, „ამ დროს კი ვალის ხარჯზე არიგებს თანხებს“.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24