პოლიტიკა

ცესკომ რეგისტრაციიდან კიდევ ერთი პარტია მოხსნა

12.09.16 21:05


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრაცია კიდევ ერთ პარტიას „ საქართველოს ნაციონალურ-დემოკრატიულ პარტიას“ მოუხსნა.

გასულ კვირას წინასაარჩევნო მარათონს საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ და პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ გამოეთიშნენ. „თოფაძე-მრეწველები“ პარტიული სიის არქონის გამო მოიხსნა რეგისტრაციიდან, „გირჩი“ კი თავისი ინიციატივით.

„საარჩევნო სუბიექტმა „საქართველოს ნაციონალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ კანონით დადგენილ ვადებში პარტიული სიები ვერ წარმოადგინა“, — განმარტეს ცესკოში. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. მასში 5 საარჩევნო ბლოკი და 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას. ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაბამის სუბიექტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები