პოლიტიკა

განახლებული მონაცემებით, საქართველოში 3 558 291 პოტენციური ამომრჩეველია

16.10.20 12:20


3 558 291 - პოტენციური ამომჩეველი - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო.

 


ცესკოს ინფორმაციით, ეს ბაზა დამუშავდება და უახლოეს მომავალში 2020 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობაც ცნობილი გახდება. სწორედ მონაცემების დამუშავების შემდეგ გაასაჯაროებს ცესკო ამომრჩეველთა განახლებულ სიას და მას პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა გადასცემს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები