პოლიტიკა
16.10.20 14:40
ჩემთვის პატივია დღეს, აქ, თქვენთან, თავისუფლებისმოყვარე, ნიჭიერ და თავისი ხასიათით მთელს ქვეყანაში გამორჩეულ ხალხთან - გურულებთან შეხვედრა.
გურულები განსაკუთრებული იუმორით გამოირჩევით და ხუმრობის ხალისს, ოპტიმიზმს ძნელბედობის ჟამსაც არ კარგავთ. ნამდვილად ურთულესია კიდევ მოიძებნოს თავისუფლების ასეთი მოყვარე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მუდმივად იმედით აღსავსე ამდენი ადამიანი. ამის შესახებ კახა კალაძემ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, გურია პოლიტიკურად აქტიური, საკუთარი სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე მდგარი ხალხის მხარეა და ეს ყოველთვის ასე იყო ისტორიულად. სწორედ აქ, ლანჩხუთში დაიბადა უამრავი ადამიანი, რომლებიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას საფუძველს უყრიდნენ, მათ შორის, ნოე ჟორდანია, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო.
მისივე თქმით, ამ ულამაზეს მხარეს კიდევ უფრო ალამაზებს გურული სიმღერა, პოლიფინია, რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის ერთ-ერთი უდიდესი განძია.
„ ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, ყოფილი ფეხბურთელისთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის, ლანჩხუთი გამსაკუთრებით საყვარელი ადგილია, სადაც, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საფუძველი ეყრებოდა საფეხბურთო გუნდს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ასევე, ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყურადღება ექცევა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს, ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და მოახმარონ ჩვენს ქვეყანას.
არავისთვის არის უცხო, რომ წლების მანძილზე არა მხოლოდ ლანჩხუთი, არამედ ეს უნიკალური, ისტორიული მხარე მთლიანად იყო მიტოვებული ხელისუფლების მიერ, თუმცა, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. თამამად უნდა ითქვას, რომ რეგიონში და კონკრეტულად ლანჩხუთში განხორციელდა უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის განვითარებისკენ, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და საბოლოოდ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული“. - აღნიშნა კალაძემ.
მისივე განცხადებით, გურიის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის ღვაწლიც განსაკუთრებით დიდია გურიის წინაშე. მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო უმსხვილესი პროექტები გურიის სავიზიტო ბარათად იქცა, რაც ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური სარგებლის მოზიდვის გზაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და თითოეულ გურულს აძლევს საშუალებას, ამ ყველაფრისგან მიღებული სარგებელი საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს.
„წინ კიდევ უამრავი გამოწვევაა და არსებობს პრობლემები ლანჩხუთში, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი და არ მოგვერიდოს ამ პრობლემებზე საუბარი. ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24