პოლიტიკა

ეპიდსიტუაციის გამო ევროპული საქართველო მსვლელობას აუქმებს

16.10.20 15:00


ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო “ევროპული საქართველო” ხვალ, 17 ოქტომბერს დაგეგმილ მსვლელობას აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია ავრცელებს.

 

“ევროპულ საქართველოს” 17 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობის მოწყობას გეგმავდა.

 

16 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 15 327-ს მიაღწია.

 

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 პაციენტი. კორონავრიუსით, ჯამში, ქვეყანაში 124 ადამიანია გარდაცვლილი.

 

დღევანდელი მონაცემებით, 246-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 613. აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 7 714-ს მიაღწია.

ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.

 

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 721 პირი.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები