პოლიტიკა
16.10.20 15:20
საქართველოს პრემიერ -მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ცხოვრების დონე ერთმანეთთან მაქსიმალურად დაახლოებული იყოს.
მთავრობის მეთაურმა გამოწვევებზეც ისაუბრა და მათ შორის უმუშევრობა და ინფრასტრუქტურა დაასახელა. აღნიშნული განცხადებები გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას გააკეთა.
„როდესაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესა და გურიაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, სამუშაო ადგილების, ინფრასტრუქტურის პრობლემებია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყველანი ერთად ამაზე ვმუშაობთ და ვხედავთ, როგორ ხდება ყოველდიურად პროგრესი. მარტივი პრობლემები არ არის დღეს გურიაში, მაგალითად, ლანჩხუთის წყალმომარაგება ასე თუ ისე ნორმალურ კონდიციაში თუ მოვიყვანეთ, სამაგიეროდ, სოფლებში წყალმომარაგება სრულად პრობლემაა, ისევე როგორც შიდა სასოფლო გზები. თუმცა მიუხედავად გლობალური გამოწვევისა და პანდემისაა, ბოლო 8 თვის განმავლობაში, ქვეყანაში, მათ შორის, გურიაშიც არც ერთი საათით და არც ერთი წუთით სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა არ შეჩერებულა და ამის შედეგია ის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამტრედია- გრიგოლეთის 2 მონაკვეთი გაიხსნა. სულ მალე ეს პროექტი სრულად დამთავრდება და გარდა იმისა, რომ ეს გურიის ყოველდღიურ ცხოვრებაში ელემენტარულ საგზაო უსაფრთხოებას შემოიტანს, უფრო მარტივი იქნება ტურისტების რეგიონში შემოყავანა.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ არ უნდა იყოს დიდი სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, ლანჩხუთში, ოზურგეთში, თბილისში თუ ბათუმში, ერთი და იგივე დაახლოებული პირობები უნდა ჰქონდეს ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. მათ უნდა შეეძლოთ თავისი თავის რეალიზება აქ თავის კუთხეში, სადაც შეძლებენ როგორც საზოგადოებას დაეხმარონ, ისე ქვეყნისთვის იშრომონ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, წყალმომარაგებით, წყალარინებით, სკოლებით, ბაღებით, მედიცინით დაწყებული ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვაობა დიდი არ იყოს თბილისსა და ლანჩხუთს შორის. ამ მიზნიდან გამომდინარე, გვაქვს გეგმა, რომელიც მთელი 4 წლის განმავლობაში დეტალურად გვაქვს გაწერილი და ზუსტად ვიცით, სად, რომელ სოფელში, ქალაქში, რა უნდა გავაკეთოთ.
ინფრასტრუქტურულ პროექტებში მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ფული მოხმარდება, პირველ რიგში, წყალმომარაგებას. გზების შემდეგ, დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის წყალი, როგორც სასმელი, ასევე საირიგაციო და სარწყავი. ამის გარდა, რა თქმა უნდა, გაზიფიცირება, სკოლებისა და საბავშვო ბაღების წესრიგში მოყვანა და მაგისტრალური და შიდასასოფლო გზები. ეს ყველაფერი გვაძლეს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ნორმალური ცხოვრების სტანდარტები დააკმაყოფილოს,“- განაცხადა გახარიამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24