პოლიტიკა

ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ფასები გაექცათ, ეკონომიკა დაექცათ - გოცირიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს

16.10.20 16:00


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმმჯდომარე რომან გოცირიძემ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს.მისი თქმით, ბიუჯეტის ეს პროექტი გადასაგდებია, რადგან ის „წარუმატებლობის ფორმულაა“.

 

„ეს არის პარლამენტში ბოლო კომიტეტის სხდომა, სადაც მონაწილეობს მთავრობა და ეროვნული ბანკი. როგორ შეიძლება დავახასიათოთ 8 - წლიანი მუშაობა ერთი ლოზუნგით, რომელიც დაკავშირებულია დღევანდელ ბიუჯეტთან - ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ფასები გაექცათ, ეკონომიკა დაექცათ. აი ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ბიუჯეტის შეფასება და ბიუჯეტში ყველაფერი ჩანს. შემოიტანეს ნახევარფაბრიკატი, ამბობენ, რომ როგორ განვითარდება პანდემია არ ვიცით და ჯანდაცვის ხარჯები ბოლომდე არ არისო წარმოდგენილი, როგორ არ იციან როგორ განვითარდება - განვითარდა საშინელი სცენარით, გუშინ 900, დღეს 800, რასაც მოსდევს ძალიან დიდი ხარჯები და ძალიან მძიმე შედეგები ჯანდაცვის მიმართულებით, აი ეს არის პოპულისტური ქმედებების შედეგები, როცა ხელისუფლებამ საკუთარი თავი გამოაცხადა კოვიდზე გამარჯვებულ პარტიად და წინასაარჩევნოდ 8- გვერდიან გაზეთებს არიგებდნენ, სად არის ეს წარმატებული გაზეთები, რატომ დაწვეს? იმიტომ, რომ ასეთი საშინელი შედეგი მივიღეთ მათი არასწორი ეკონომიკური თუ ჯანდაცვის პოლიტიკის გამო. 5 მილიარდი ჰქონდათ ხელში, 5 თვე ჰქონდათ ხელში და ვერც ერთი გამოიყენეს და ვერც მეორე. ეს ბიუჯეტი არის გადასაგდები, ის არის სიღატაკის ბიუჯეტი, ეკონომიკის ჭაობში ჩარჩენის ბიუჯეტი, 2 კვირის შემდეგ ქვეყანას ექნება სხვა ბიუჯეტი, იქნება ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, სტაბილურ ფასებსა და სტაბილურ ლარს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ცნობისათვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები