საზოგადოება

ნოემბერში რიგასა და პარიზში რეგულარული ფრენები დაინიშნა

16.10.20 16:20


ნოემბერში რიგასა და პარიზში რეგულარული ფრენები დაინიშნა. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

 

„ნოემბრის თვეზე კი ჯერ-ჯერობით ცნობილია მხოლოდ რიგის და პარიზის მიმართულებით დანიშნული რეგულარული ფრენების განრიგი:

 

თბილისი - რიგა - თბილისი - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
თბილისი - პარიზი - თბილისი - ოთხშაბათი, კვირა “ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ლატვიაში შემსვლელი პირებისათვის სავალდებულოა 10 დღიანი თვითიზოლაციის გავლა. ლატვიის ტრანზიტულად გამოყენებისათვის კი აეროპორტში მაქსიმალური დარჩენის დრო არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

 

საფრანგეთის საზღვარი უპირობოდ გახსნილია საქართველოსთან, რომლის საზღვრის გადაკვეთაც შესაძლებელია როგორც მოწვევით, ან ბინადრობის მოწმობით, ასევე ტურისტულად.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები