პოლიტიკა

"ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ" - პრემიერი

19.10.20 13:40


გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში კარანტინში არ გამოცხადდება. პრემიერი განცხადებით, კიდევ ერთ ლოკდაუნს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

 


"დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც დაინფიცირების ალბათობას 90%-ზე მეტს ამცირებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ.

ამის აუცილებლობა არ არსებობს და ამას ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა", - თქვა პრემიერმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები