პოლიტიკა

„ქართული ოცნება“  რეგიონებში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას იწყებს

20.10.20 10:00


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი - მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში გაიმართება. პრეზენტაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახსნის.

 

წარმოდგენილი იქნება ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები.

 

პრეზენტაცია 20 ოქტომბერს, 14: 00 საათზე, რუსთავში, Construction service - ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში ჩატარდება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები