პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

20.10.20 11:00


არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში იმყოფებოდა, სადაც ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, პროექტი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ჰქონდეთ სწრაფი წვდომა ინფორმაციაზე.

 

„დავპირდით საზოგადოებას და ახლა უკვე გურიაში შენდება ინტერნეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის სწრაფ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, დღეს ვიმყოფებით სოფელ ლიხაურში. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჩამობრძანდა, ჩვენ შევხვდით ადგილობრივ საზოგადოებას, დავათვალიერეთ სამუშაოები, რომელიც დაგეგმილ ვადებში საკმაოდ სწრაფად ხორციელდება, ეს პროექტი გაგრძელდება და ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ჰქონდეთ სწრაფი წვდომა ინფორმაციაზე და ინფორმირებულებმა დაგეგმონ თავისი მომავალი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები