პოლიტიკა

"მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული" - კელი დეგნანი

20.10.20 11:45


აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და ამბობს, რომ "ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ".


„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

 

გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ", - განაცხადა დეგნანმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები