საზოგადოება

მცხეთაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება

20.10.20 12:00


თბილისის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭომ 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მცხეთის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით.

 

თბილისში რესტორნების ჩაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

ინფორმაციისთვის, 15 ოქტომბერს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, თბილისსა და იმერეთში რესტორნების, აგრეთვე, გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდა.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები