პოლიტიკა

საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ს, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის

20.10.20 12:20


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში კიბერთავდასხმების გამო რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვსი თანამშრომლისთვის ბრალის წაყენებას განცხადებით ეხმიანება.

 

„დღეს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოავლინა „გრუს“ #74455 სამხედრო ერთეულის ექვსი მონაწილე, რომელიც ჩართული იყო რამდენიმე კიბერშეტევაში, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმაშიც.

 

ჩვენ მივესალმებით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, ამ უგუნურ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად. საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ს, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის.

 

საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები