პოლიტიკა

ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის

20.10.20 14:00


ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის.

საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხის განხილვის ინიციატორი “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, კერძოდ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იყო. აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტების პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი საბოლოო დღის წესრიგიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ევროპარლამენტის პრეზიდენტს წერილით მიმართა, რათა მას საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის მხარი დაეჭირა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები