პოლიტიკა

ევროპულმა საქართველოს წარადგინა გეგმა, რომელიც დაუყონებლივ უნდა შესრულდეს მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთ მართვისათვის

20.10.20 15:20


ევროპული საქართველოს წევრებმა, გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ვახტანგ კალოიანმა, 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და ის კონკრეტული გეგმა წარადგინეს, რაც ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება.


გიგა ბოკერიას თქმით, ევროპულმა საქართველომ შექმნა სამუშაო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი უხელმძღვანელებენ.

 

ზურაბ ჭიაბერაშულმა ისაუბრა ცხელი ხაზის გამართულობის, პირბადის ტარების აუცილებლობისა და საკარანტინე ზონებში იმ ადამიანების გადაყვანაზე, რომლებიც რისკ-ჯგუფში შედიან და არ აქვთ თვითიზოლაციის შესაძლებლობა.

 

კალოიანმა ყურადღება გაამახვილა კოვიდინფიცირებულთა საწოლებისა და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგებაზე. ასევე მან ყურადრება გაამახვილა ჰოსპიტალურ სექტორზე და განაცხადა, რომ ჰიბრიდული ჰოსპიტალების არსებობა შეცდომაა და ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს.

 

„ევროპული საქართველო კოვიდპანდემიის დაწყების მომენტიდანვე ძალიან მწვავე დისკუსიასა და პოლიტიკურ დაპირისპირებაში იყო ივანიშვილის გუნდთან იმ ნაბიჯებთან დაკაშვირებით რაც უნდა გადაედგა და არ უნდა გადაედგა მთავრობას ასეთი გამოწვევის დროს. ეს ახსოვს ყველას ვინც ადევნებდა თვალს ამ მოვლენებს.

 

ჩვენ ვთვლით, რომ მათი მხრიდან გადასახადების არ დაწევა და საშუალო კლასისა და გაჭირვებულების არ დახმარება არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა და ამას აგრძელებენ დღესაც და ჩვენ მოწოდებებს ყურად არ იღებენ გადასახადების დაწევასთან დაკაშვირებით, არ ცვლიან კურსს.

 

ჩვენ ასევე გვქონდა მწვავე კრიტიკა ჯანდაცვასთან და შეზღუდვებთან დაკაშვირებით, იმ ნაბიჯების მიმართ რაც გადადგა ივანიშვილის გუნდმა. ჩვენ ვთვლიდით, რომ მათ დისპროპორციულად, დრაკონულად დაკეტეს ქვეყანა და არასაჭირო, უმძიმესი ზიანი მიაყენეს ქვეყანას და მოქალაქეებს, ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა ამ პერიოდში, მრავალ ოჯახს დაუმძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა, კომენდანტის საათი, ცოლ-ქმრისთვის გვერდი-გვერდ ჯდომა მანქანში, იყო აბსურდული, ასევე ქუჩების მორეცხვა და ონლაინ ვაჭრობის შეზღუდვა. ამაზე აღარ გავაგძელებ საუბარს, რაზეც საზოგადოებაში არავინ არ დაობდა ,ეს იყო რომ ჩაკეტვა ვერ გაგრძელდებოდა უსასრულოდ, რადგან ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს და კიდევ ნათელი იყო, რომ ვირუსი არსად არ გაქრებოდა. ჩაკეტვის ეს თვეები, რომლებიც ასევე ეპიდემიოლოგიურად იყო უსაფრთხო, უნდა გამოყენებულიყო ქვეყნის მომზადებისათვის, იმ მომენტისთვის, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა და ისევ იქნებოდა მატება დაინფიცირებული ადამიანების.

 

ეხლა ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე სურათს, ძალინ სახიფათო სურათს და ვხედავთ, რომ არაფერი ივანიშვილის გუნდს ამ თვეების განმავლობაში არ გაუკეთებია, იმისთვის, რომ მოზადებულიყო ამ მდგომარეობისთვის. ეხლა საუბრობენ კოვიდ საწოლებსა და საველე ჰოსპიტალებზე, ეხლა აღმოაჩინეს, რომ ცხელი ხაზი შესაძლოა გადაიტვირთოს და ეხლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს. მთელი ეს თვეები გამოიყენეს თავისი თავის ქებისთვის, თვითკბობისთვის, დამუნათებისთვის ყველასი, ჟურნალისტებით დაწყებული პოლიტიკური ოპონენტებით თუ ექსპერტებით გაგრძელებული, ვინც კითხვებს სხვავდა, რაც ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი კრიზისის დროს და ამათ ხელში დატოვება ამ სერიოზული გამოწვევის იქნება კატასტროფის ტოლფასი მთელი ქვეყნისთვის.

 

ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა სწორედ ამიტომ არის ამ ხელისუფლების შეცვლა, გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და სწრაფად იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დამნაშავე ივანიშვილის გუნდმა არ გააკეთა.

 

ევროპული საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც ემზადება ამ გარდამტეხი ცვლილებებისათის, სწორედ ამ ნაბიჯების კოორდინაციით არის დაკავებული. ჩვენ შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი, ორი ადამიანი, რომელთაც აქვთ როგორც საექსპერტო ცოდნა, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ იმ კონკრეტულ ნაბიჯენზე, რაც აუცილებელია გადაიდგეს , რათა ჩვენ ამ უმძიმეს ვითარებას, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა კიდევ უფრო დაამძიმა, გავუმკლავდეთ როგორც ქვეყანა ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.“ - განაცხად ბოკერიამ.

 

„ჩემს უკან არის 112, აქ ვართ ზუსტად იმიტომ, რომ თავი დავანებოთ ჰოსპიტალურ სექტორს, დიდი ცოდნა არ სჭირდებიდა იმის გათვლას, რომ როდესაც დაიწყებოდა ის ტალღა, რისი მომსწრენიც ეხლა ვართ, გადაიტვირთებოდა ცხელი ხაზი და ამას სჭირდებოდა ელემენტალური მენეჯმენტი იმისათვის, რომ ეს გაკეთბულიყო და ამიტომ, მე ეხლა წარმოგიდგენთ დაუყონებლივ გადასადგმელი ნაბიჯების გეგმას, ის რაც გასაკეთებელია:

 

· ცხელი ხაზიც და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება არის სწრაფი რეაგირებისთვის აუცილებელი. საზოგაოებაში ჩვენ ვხედვათ მომატებულ შფოთვას, როდესაც სეზონური გრიპის პირობებში ადამიანებმა არ იციან კორონავირუსი სჭირთ, თუ ეს უბრალოდ სეზონური გრიპია და იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე, ამას სჭირდება სწრაფი რეაგირების მექანიზმი.

 

· ასევე საჭიროა, რომ პირბადეების ტარება გახდეს სავალდებულო, რათა შევაჩეროთ გადაცემის სიჩქარე.

 

· საჭიროა რისკის-ჯგუფში შემავალი ადამიანების დაცვა. აუცილებელია, რომ რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები, რომელთაც არ აქვთ თვითიზლოაციის შესაძლებლობა, განთავსდნენ საკარანტინო სივრცეებში.ეს სივრცეები არა ინფიცირებულთა ჩასაკეტად, არამედ პირიქით, რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების დასაცავად უნდა გამოიყენებოდეს. ეს რათქმაუნდა უნდა იყოს ნებაყოფლობითი.“ - განაცხდა ჭიაბერაშვილმა.

 

„სამწუხაროდ, დღეს ჩევნ ისევ გვიწევს იგივე პრობლემებზე საუბარი, რაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაისვა და რაც ჯერ კიდევ მაშინ შესაძლებელი იყო პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილიყო, ეს გახლავთ ძალიან მარტივი და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებასაც ექნება ძალიან დიდი ეფექტი.

 

· პირველი, ეს გახლავთ კოვიდინფიცირებულთა საწოლების და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგება, რაც სტრატეგიულია ეფექტური ფუნქიონირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების.

 

· მეორე, ეს გახლავთ კოვიდ და არაკოვიდ პაციენტების მაქსიმალური განცალკევება ერთმანეთისაგან. ხელისუფლება წავიდა ჰიბრიდული კლინიკების გზით, რაც შეცდომაა და ის შეიძლება გახდეს და გახდა კიდეც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო.“ - განაცხადა კალოიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები