პოლიტიკა

მედოევი: საქართველოში რევოლუციაა მოსალოდნელი

20.10.20 17:00


ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დიმიტრი მედოევი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ სიტუაციას ფეთქებადსაშიშს უწოდებს და მას მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ადარებს.

 

„საქართველოში მწვავე დაძაბულობა შეინიშნება. ეს წინასაარჩევნო უვერტიურა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება ცხელ ფაზაში გადაიზარდოს.

საქართველოში ახალი რევოლუციის რეალური საფრთხე არსებობს“ - განუცხადა მედოევმა სააგენტო Sputnik-ს.

 

მისი თქმით, საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილიზაცია მთელ რეგიონს ემუქრება. მედოევი ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ამ სიტუაციას აკვირდებიან და შესაბამის ზომებს იღებენ.

 

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები