პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრები “ქართულ ოცნებას“ შეურთდნენ

13.09.16 15:05


პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება კიდევ 26-მა წევრმა დატოვა და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდა.

პოლიტიკური გაერთიანება ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის 26-მა წევრმა პარტია დატოვა და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდა. პაატა ბურჭულაძის ყოფილმა თანაგუნდელებმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება “ქართული ოცნების“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ოფისში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერები პარტიიდან წასვლის მიზეზად ბურჭულაძის გაერთიანების “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” შეერთებას და ხათუნა ლაგაზიძის პარტიიდან წასვლას ასახელებენ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები