პოლიტიკა

"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

21.10.20 10:00


ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტრუროს ერთგულება დემოკრატიული გზის მიმართ - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორმა, შერილ ფერნანდესმა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრსასგანაცხადა.

 


ფერნანდესის, თქმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.

 

„ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტრუროს ერთგულება დემოკრატიული გზის მიმართ. კონკრეტულად კი იმ შეშფოთებების გათვალისწინებით, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო გაჟღერებული და შეეხებოდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციებს, გარკვეულ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს იქნება არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ამერიკის ხელისუფლების - როგორც აღმასრულებელი შტოს, რაშიც სახელმწიფო დეპარტამენტი, USAID-ი და სხვები შედის, ასევე ჩვენი კონგრესის მხრიდანაც, რომელიც საკანონმდებლო-საფინანსო გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის, საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ არჩევნებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინდიკატორს“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები