პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება” ყველა რეიტინგით საზოგადოების მხრიდან დიდი ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს

21.10.20 10:45


„ყველა რეიტინგით, მათ შორის, სააკაშვილი-გვარამიას გაყალბებულით, „ქართული ოცნება”, ჩვენი საზოგადოების მხრიდან სარგებლობს დიდი ნდობით და დიდი მხარდაჭერით, შესაბამისად, ჩვენ ვართ ლიდერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ენდობა ჩვენი საზოგადოება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა ,,Ipsos”-ის კვლევების კომენტირებისას, რომლის მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას დაუფიქსირდა ყველაზე დიდი რეიტინგი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით.

 

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ის ფარგლებშია და ამ რეიტინგის გაზრდის რესურსი არსებობს.

 

„მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და დამაჯერებლად გაგვამარჯვებინებს ამ არჩევნებში და იქნება მთავარი დაკვეთა ჩვენს მიმართ და დავალება, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ამიტომ დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას” და, რა თქმა უნდა, არ დაუჭერს მხარს აქედან გამომდინარე იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელთა ერთადერთი მიზანი არის რევანში და ქვეყნის წარსულში დაბრუნება. მათი ხელწერა ვიცით, რომ ეს არის ძალადობა ყველაზე და ყველაფერზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფებს არ ექნებათ მხარდაჭერა.

მხარდაჭერა ექნება „ქართულ ოცნებას” – ამას ადასტურებს ყველა რეიტინგი, მათ შორის, სააკაშვილ-გვარამიას მიერ გაყალბებული, საბოლოოდ ჩვენ ვლიდერობთ დამაჯერებლად. ეს არის 55-60%-ის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით გვაქვს კიდევ რესურსი ამ რეიტინგის შემდგომი გაზრდის”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები