პოლიტიკა

დღეიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება

21.10.20 11:45


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.

 

იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინე სივრცეში განთავსდნენ.

 

გარდა ამისა, თბილისისა და იმერეთის რეგიონის მსგავსად რესტორნები 22:00 საათიდან მუშაობას შეაჩერებენ მცხეთაშიც.

 


„მცხეთის მუნიციპალიტეტში ამ შეზღუდვის დაწესება საჭირო გარდა, რადგან 22:00 საათის შემდეგ შეკრებები დედაქალაქის ნაცვლად მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებში დაფიქსირდა“,- აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

 

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ზოგიერთი საარჩევნო უბანი სკოლაშია განთავსებული, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28,29 და 30 ოქტომბერს დროებით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები