პოლიტიკა

"პარლამენტში უსუფაშვილი, რომ არ ყოფილიყო ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით"- ხიდაშელი "ოცნებას"

13.09.16 15:40


თინათინ ხიდაშელის განცხადებით, რომ არა დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნება“ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდა. აღნიშნული განცხადება ხიდაშელმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, ოცნების წარმომადგენელთან, ცოტნე ზურაბიანთან დებატებისას გააკეთა:

"თქვენ არ აურჩევიხართ ბატონო ცოტნე ქართველ ხალხს და არც კობა ნარჩემაშვილი.

ჩვენ წინა ხაზზე ვინც ვიდექით ქვას რომ გვესროდნენ, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ვიყავით პირველი პარტნიორები და დამფუძნებელი კოალიციის. ჩვენ აგვირჩია ხალხმა, ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავუბირვართ. ჩვენ ბრძოლაში როცა ვართ იმ ბრძოლას ბოლომდე ვასრულებთ. 4 წელი პატიოსნად ვემსახურეთ ქართველ ხალხს, იქ სადაც გვქონდა მანდატი, შესაძლებლობა, მაგალითად თავდაცვის სამინისტროში, სადაც მე შემეძლო, რომ გამეტარებინა რეფორმები. თქვენ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით პარლამენტში, დავით უსუფაშვილი, რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით, ეს იყო მისი მთავარი ფუნქცია, მე ვითხოვ პატივისცემას თქვენგან, ახალგაზრდა ადამიანი ხართ,"- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები