პოლიტიკა

ლევან იზორიამ იან ჰეკერთან სატელეფონო საუბარი გამართა

22.10.20 11:00


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იან ჰეკერმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მთავრობისა და ფედერალური კანცლერის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სუვერინიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უწყების ცნობით, კანცლერის მრჩეველმა გაიხსენა 2018 წელს ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი და საოკუპაციო ხაზთან გამგზავრება.

საუბრისას აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა- „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

 

“თავის მხრივ, ლევან იზორიამ მადლობა გადაუხადა იან ჰეკერს გერმანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. აღინიშნა არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარების მნიშვნელობა და ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასევე ის ძალისხმევა, რომელიც ქართულმა მხარემ გასწია საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოყვანის, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფისა და შესაბამისი მონიტორინგის მიზნით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები