პოლიტიკა

ეს არის მძიმე შედეგი იმ გარემოსი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა - კაპანაძე

22.10.20 12:40


ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გუშინ, ზუგდიდში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.კაპანაძის თქმით, ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ეს არის შედეგი იმ მძიმე გარემოსი, რომელიც ივანიშილის ხელისუფლებამ შექმნა.

 

„ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა მსხვერპილის გარეშე, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, აიყვანოს ხალხი მძევლად და მერე წავიდეს დაუსჯელი.

ეს არის მძიმე შედეგი იმ გარემოსი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, გარემოში, რომელშიც კრიმინალს გაუდის ყველაფერი, რომელშიც კრიმინალი თანამშრომლობს, მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფოსთან და იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ გვაქვს განცდა, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი და ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.

 

ეს არის ძალიან მძიმე განცდა, რომელიც ალბათ კიდევ დიდი ხანი გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.“ - განაცხადა კაპანაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები