პოლიტიკა

"კითხვის ნიშნები არსებობს თუმცა ასეთ ვითარებებში, მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს" - გიორგი ვაშაძე

22.10.20 14:20


ზუგდიდში მომხდარ საკითხს ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი.

გიორგი ვაშაძის თქმით ასეთი შემთხვევების დროს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

ვაშაძისთვის აღმაშფოთებელია გუშინ განვითარებული მოვლენები
"პირველ რიგში, მოხარული ვართ, რომ მძევლები ცოცხლები და თავისუფლები არიან. ასეთ ვითარებებში, მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს. ახლა კი, გარდა მძევალთათვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გაწევისა, მთავარი საკითხი დამნაშავის მოძებნაა, რისთვისაც სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ. აღმაშფოთებელია, რომ დამნაშავეს ასე უბრალოდ შეუძლია ნახევარი მილიონით ხელში მიმალვა და დაუსჯელი რჩება ბევრი სხვა კრიმინალივით, რომლებიც გასული წლების განმავლობაში გაექცნენ მართლმსაჯულებას. აქედან გამომდინარე, ეს საქმე ზედმიწევნით კარგად უნდა იქნას გამოძიებული და გაანალიზებული. ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ პოლიციის რეფორმას ეხება და გულისხმობს პოლიციის სრულ დეპოლიტიზაციას და ფედერალური პოლიციის შექმნას მნიშვნელოვანი დანაშაულების გამოსაძიებლად, რათა ჩვენი პოლიცია მსგავსი შემთხვევებისთვის კარგად გაწვრთნილი და მომზადებული იყოს" - გიორგი ვაშაძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები