პოლიტიკა

ჭიაბერაშვილი კორონაეპიდემიის მართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე საუბრობს

22.10.20 14:40


ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდ-ვითარებას ეხმაურება.მისი თქმით, ეს შედეგი მოიტანა ხელისუფლების არაეფექტურმა მართვამ და 7 თვის განმავლობაში არანაირი ნაბიჯის გადადგმამ.

 

ჭიაბერაშვილმა წარადგინა ეპიდემიის მართვის სტრატეგია და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, რათა გამოსწორდეს ის მძიმე ეპიდ- სიტუაცია, რომელშიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ჩააგდო ქვეყანა.

 

 

1. სწრაფი რეაგირება = შენი სიმშვიდე

 

ერთი ზარის პრინციპი: 112-ის და ოჯახის ექიმების სისტემების ინტეგრირება, რომ ყველა ზარზე მიიღონ კვალიცირებული პასუხი და რეაგირება. ამ კუთხით დაფინანსების გასამმაგება

 

· ხარისხიანი სწრაფი ტესტების ხელმისაწვდომობის გაზრდა მასობრივად. ამ კუთხით დაფინანსების გასამმაგება

 

2. ეფექტური ზრუნვა = შენი გამარჯვება კოვიდზე

 

საველე ჰოსპიტლების მოწყობა და კოვიდსაწოლების რაოდენობის და სასუნთქი აპარატების გასამმაგება

 

მრავალპროფილური კლინიკების შენარჩუნება სხვა დიაგნოზებისათვის

 

კოვიდკლინიკებად გადაკეთებული მრავალპროფილური კლინიკების ფინანსური დანაკლისის შევსება

 

სამედიცინო დაწესებულებების პერსონალური დამცავი საშუალებებით აღჭურვა, 2-კვირიანი ცვლის სისტემების აწყობა და სამედიცინო პერსონალის მუდმივი ტესტირება

 

3. პრევენცია = კორონას საბოლოო დამარცხება

 

· მასიური საინფორმაციო კამპანია

 

· პირბადეების ხელმისაწვდობომის გაზრდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის

 

· პირბადეების სავალდებულობა საჯარო სივრცეში

 

· რისკ-ჯგუფში მყოფი მოქალაქეების (მოხუცები, მძიმე თანმდევი დაავადებების მქონე პირები) ნებაყოფლობით უსაფრთხო სივრცეებში გადაყვანა, თუ მათ თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები