პოლიტიკა

დამნაშავე უმოკლეს დროში უნდა დავაკავოთ – გახარია

22.10.20 15:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავის სისტემის უმთავრესი ამოცანა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამტაცებლის დაკავებაა.

 

დღევანდელი მთავრობის სხდომა გახარიამ სწორედ ამ მიმართვით გახსნა. ის ამბობს, რომ პირველი რიგის ამოცანა იყო მძევლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შსს-მ კი მუშაობა მანამ უნდა გააგრძელოს, სანამ დამნაშავეს არ დააკავებენ.

 

„ყველას უნდა გვესმოდეს რომ შსს-სა და სამართალდამცავს სისტემას სრულად, აქვს უმთარესი ამოცანა დღეს –  ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს ძირითადი ამოცანაა, რომელზეც ოპერატიული სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც, შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლბელბობა, რომელიც აქვთ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან, უდანაშულობისა და დაუსჯელობის აღქმა არ გაჩნდეს. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც შსს-ს მუშაობს და უნდა გააგრძედლოს მუშაობა საბოლოო შედეგამდე,“ – ამბობს გახარია.

 


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი, 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის ადგილმდებარეობა კი, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისადვე, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები