პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი

22.10.20 15:40


დანაშაულები, სამწუხაროდ, ხდება არა მარტო საქართველოში. ფაქტია, რომ პოლიციამ თავი გაართვა ამოცანას, რომ არ დაშავებულიყო მოქალაქე, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

 

გიორგი ვოლსკის თქმით, ვახტანგ გომელაურმა გუშინ ზუგდიდში ჩატარებულ ოპერაციას წარმატებით უხელმძღვანელა.

 

„საკმაოდ კარგად უხელმძღვანელა ამ ოპერაციას, როგორც ბევრ სხვა რამეს, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც იყო ზუგდიდში და ნებისმიერი დანაშაული იქნება აღკვეთილი. ვფიქრობ, ამ თემიდან პოლიტიკური დივიდენდების მიღება არის უზნეობა. ვხედავთ, რომ უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავის პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები