პოლიტიკა

გოგი მეშველიანმა „სოკარის“ პრეზიდენტთან ერთად ირგანჩაიში ბუნებრივი აირი აანთო

22.10.20 16:00


დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ირგანჩაის გაზიფიცირება დასრულდა.

ბუნებრივი აირი, პირველად სოფლის ცენტრში „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად აანთო.

 

სოფელი მდებარეობს მაღალმთიან, პრაქტიკულად ალპურ ზონაში, სადაც არ არის ხე-ტყის რესურსი იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გათბეს.

 

გოგი მეშველიანის თქმით, სოფლის გაზიფიცირებას და იმას, რომ დღეიდან უკვე 120 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას, ენიჭება ორმაგი დატვირთვა და მნიშვნელობა.

 

„ეს პროექტი არის ჩვენი და აზერბაიჯანის სახელმწიფოს შორის მეგობრული თანამშრომლობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა მოგვიტანს შედეგად იმას, რომ, უახლოეს წლებში ყველა ჩვენი დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული” - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები